გუბაზ სანიკიძე კიევში მიხეილ სააკაშვილს შეხვდება

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გუბაზ სანიკიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდება და მასთან საქართველოს მომავალზე ისაუბრებს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, სააკაშვილი ქართულ ოპოზიციაში გადამწყვეტ როლს ასრულებს და მისი მოსაზრებები საინტერესოა.

„უახლოეს პერიოდში ჩავალ კიევში, ალბათ გიორგობამდე. საუბარი გვექნება ყველა თემაზე. მიხეილ სააკაშვილთან ჩემს გეგმებზე მე ვერ ვსაუბრობ, ვამბობ, რომ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს საქართველოში. ფაქტი ერთია, რომ მიხეილ სააკაშვილი არის გადამწყვეტი ფაქტორი ქართულ ოპოზიციაში. თემატიკა იქნება ჩვენი ქვეყნის მომავალი. ივანიშვილის საკითხი არაა ყოვლისმომცველი. ვისაუბრებთ იმაზე, საქართველო საით მიდის, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ. მაინტერესებს სააკაშვილის მოსაზრებები, რას ფიქრობს. მე რამდენადაც ვიცი, მასაც აინტერესეს, მე რას ვფიქრობ“,- განაცხადა სანიკიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო