მამუკა ხაზარაძე - ვერანაირი ძალა, ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გააჩერებს იმას, რაც დავიწყეთ

ვერანაირი ძალა, ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გააჩერებს იმას, რაც დავიწყეთ, - ამის შესახებ „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის 12 ახალი წევრის წარდგენისას განაცხადა.

„დღეს, 14:00 საათზე გვაქვს სასამართლო. მინდა გითხრათ, რომ ვერანაირი ძალა, ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გააჩერებს იმას, რაც დავიწყეთ, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი საქართველოს ხვალინდელ დღეს ემსახურება. ყველას გპირდებით, რომ ეს საქმე მივა ბოლომდე, მივა ბოლომდე საქართველოს გამარჯვებით. ეს იქნება ჩვენი დევიზი, რომ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას. თავი დავდოთ მისთვის, შრომაში, ერთობაში მეგობრობაში , სიყვარულში, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ამას ყველაფერს იმსახურებს,“ - აღნიშნა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა