ლუკ კოფი სირიიდან გაყვანილი ამერიკელი ჯარისკაცების საქართველოში განლაგების საკითხზე კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს

ამერიკის სტრატეგიული კვლევითი ცენტრის „ჰერითეიჯ ფონდის“ მკვლევარი ლუკ კოფი სირიიდან გაყვანილი ამერიკელი ჯარისკაცების საქართველოში განლაგების საკითხზე კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს.

ლუკ კოფი ამჯერად მოსაზრებას ეხმაურება იმის თაობაზე, რომ მისმა ინიციატივამ საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობა შესაძლოა, დაძაბოს. ამერიკელი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ამ მოსაზრების ავტორები საქართველო-თურქეთის ურთიერთობებს არ იცნობენ.

„ბევრი ამბობს, „როგორ მოგვარდება ლოჯისტიკის ამბავი“? ეს მხოლოდ 750 კილომეტრია. ვფიქრობ, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებს ამის დაძლევა შეუძლიათ. მათ, ვინც ამბობს, „როგორ იქნება საქმე თურქეთთან?“, არ ესმით თურქეთ- საქართველოს ურთიერთობა. დიახ, ეს რუსეთის შეკავებასაც ეხება“, - წერს ამერიკის სტრატეგიული კვლევითი ცენტრის „ჰერითეიჯ ფონდის“ მკვლევარი ლუკ კოფი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ამასთან, მისი ინფორმაციით, „ეს საკითხი არ არის განხილული ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ“.

შეგახსენებთ, რომ ლუკ კოფი სირიიდან გამოყვანილი ამერიკის შეერთებული შტატების ჯარების საქართველოში, კერძოდ ახალქალაქში განთავსების ინიციატივით გამოვიდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა