რომან გოცირიძე მოსამართლეობის კანდიდატებზე - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ ადამიანს, რომლებსაც ჩვენ აქ მოვუსმინეთ, არ შეუძლიათ გადაწყვეტილების დაწერა

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ ადამიანს, რომლებსაც ჩვენ აქ მოვუსმინეთ, არ შეუძლიათ გადაწყვეტილების დაწერა. ძალიან მტკიცედ ჩამომიყალიბდა ასეთი რწმენა, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ლალი ფაფიაშვილს უსმენენ.

ამასთან, რომან გოცირიძემ ლალი ფაფიაშვილს კითხვით მიმართა, რას ფიქრობს იმის შესახებ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა კითხვებს წერილობითი პასუხი გასცენ.

„წლების განმავლობაში ეს ხალხი მოსამართლედ მუშაობდა. არ ვიცი, მე ვერ წარმომიდგენია, რომ რამდენიმე ადამიანმა, ვისაც აქ მოვუსმინეთ, სასამართლო გადაწყვეტილება დაწეროს. აი, ამ გამჭვირვალე გასაუბრების შემდეგ, ცოტა უცნაური შეკითხვაა, მაგრამ ხომ არ იქნებოდა კანონში ან პროცედურაში დამატება ასეთი ნაწილისა, რომ მოსამართლეობის კანდიდატმა კითხვებზე პასუხი რამდენიმე შემთხვევაში წერილობითაც გასცეს. ელემენტარულად რომ შევამოწმოთ, შეუძლიათ თუ არა წერა. კითხვით ვერ შევამოწმებთ, იმიტომ, რომ დაცინვა იქნება, მაგრამ შეკითხვაზე პასუხის წერილობით გაცემა შეიძლება რაღაც ეთიკურ ნორმებშიც ჩამჯდარიყო“, - მიმართა ლალი ფაფიაშვილს რომან გოცირიძემ.

პასუხად უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი მათი გადასაწყვეტია.

„თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლეს ნამუშევარი აქვს, დაწერილი აქვს ეს გადაწყვეტილებები, ვფიქრობ, ზუსტად ამიტომ არის ის მოთხოვნა, რომ უნდა წარადგინო რამდენიმე გადაწყვეტილება, რომ შემოწმდეს ანალიტიკური აზროვნების, წერისა და წყაროებზე აპელირების უნარი“. - განაცხადა ლალი ფაფიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა