ეკა ბესელია - თუ ვინმეს უნდა შეუწყდეს იუსტიციის საბჭოში უფლებამოსილება, ეს დიმიტრი გვრიტიშვილია

"თუ ვინმეს უნდა შეუწყდეს საბჭოში უფლებამოსილება, ეს არის დიმიტრი გვრიტიშვილი. თუ ვინმეს არ უნდა ჰქონდეს მოსამართლის სტატუსი, ესენი არიან: გვრიტიშვილი, მეთოფიშვილი და მსგავსი მოსამართლეები", - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით ბესელია გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტისადმი მიმართვას, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრს ანა დოლიძეს უფლებამოსილება შეუწყდეს. ბესელიას განცხადებით, ვერავინ დააზარალებს სასამართლოს იმიჯს ისე, როგორც ამას აკეთებენ მოსამართლეები, რომლებიც „საკუთარ პროფესიას უღირსად წარმოაჩენენ“.

"მე პირიქით მივმართავდი იმ კონფერენციას, რომელმაც გვრიტიშვილი დაასახელა იუსტიციის საბჭოს წევრად, თუ ვინმეს უნდა შეუწყდეს საბჭოში უფლებამოსილება, ეს არის გვრიტიშვილი. თუ ვინმეს არ უნდა ჰქონდეს მოსამართლის სტატუსი, მით უფრო თუ ეს არის უვადოდ დანიშნული მოსამართლე, ესენი არიან: გვრიტიშვილი, მეთოფიშვილი და მსგავსი მოსამართლეები. აი, მათი უფლებამოსილების საკითხია ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ და სახიფათო იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მათ ხელში ხვდებიან. თუ სასამართლო კორპუსი დღემდე ვერ იაზრებს, რამდენად დიდი ზიანი მოაქვთ გვრიტიშვილსა და მსგავს ადამიანებს მათ სანდოობასა და იმიჯისთვის, ეს მართლაც სამწუხაროა. ვერავინ ვერ დააზიანებს, ვერც ანა დოლიძე, ვერც ეკა ბესელია და ვერც სხვა ვერავინ სასამართლოსადმი ნდობის საკითხს, ისე, როგორც ამას აკეთებენ ის მოსამართლეები, რომლებიც საკუთარ პროფესიას ძალიან უღირსად წარმოაჩენენ,"- განაცხადა ბესელიამ.

შგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტოს. აღნიშნულის შესახებ მიმართვა საბჭოს წევრებს დიმიტრი გვრიტიშვილმა წარუდგინა. როგორც გვრიტიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტისადმი ამ მიმართვის საფუძველია ის, რომ ანა დოლიძე ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას, რაც იუსტიციის საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელია.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს