მედიის ინფორმაციით, რუსეთმა სირიაში 300 ჯარისკაცი ჩეჩნეთიდან გააგზავნა

რუსეთმა სირიაში 300 ჯარისკაცი ჩეჩნეთიდან გააგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსული სამხედრო პოლიცია სირიაში ჩავიდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო პოლიცია ხელს შეწყობს ქურთული ძალების რეგიონიდან გაყვანას.

”რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 300-მდე სამხედრო პოლიციელი, რომლებიც ჩეჩნეთის რესპუბლიკაშია განთავსებული, ჩავიდა სირიაში სპეციალური დავალებების შესასრულებლად”, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა