გია ხუხაშვილი - მთავარი პრობლემა იუსტიციის საბჭოშია, რომელიც „ავგეას თავლად“ იქცა და გასაწმენდია, თვითონაა გასაგდები, ანა დოლიძე კი არა

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, იუსტიციის საბჭოში პრობლემას არა ანა დოლიძე, არამედ საბჭოს დანარჩენი, მოსამართლე წევრები წარმოადგენენ.

როგორც ექსპერტმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, დოლიძეს პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლება აქვს, რადგან ის საბჭოს არამოსამართლე წევრია.

„სრული აბსურდია ეს მიმართვა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ კატასტროფულ აზროვნებას, რაც დამკვიდრებულია მოსამართლე წევრებში. კანონზე, კანონიერებაზე თვითონ წარმოდგენა არ აქვთ, ამ ტიპის ადამიანებმა უნდა განსაზღვრონ მართლმსაჯულების ბედი - ამ ხალხთან გვაქვს საქმე და ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ეს უბედურება უნდა დამთავრდეს.

მთავარი პრობლემა სწორედ იუსტიციის საბჭოშია, რომელიც იქცა „ავგეას თავლად“ და რომელიც თვითონაა გასაწმენდი. თვითონაა გასაგდები, ანა დოლიძე კი არაა პრობლემა, ამ მენტალიტეტის ადამიანებშია პრობლემა, რომლებიც ამკვიდრებენ ამ მანკიერ გაგებას სახელმწიფოში. თავს თვლიან უფლებამოსილ პირებად, რომ მიმართონ პრეზიდენტს თავისი კოლეგის უფლებამოსილების შეწყვეტაზე.

მოსამართლე წევრების განცხადებებიდან რამდენი ამოვიღო პოლიტიკური, სექსისტური, შეურაცხმყოფელი?! მათ განცხადებებში არაფერი არაა ასეთი?! დოლიძეს აქვს უფლება, როგორც მოქალაქეს, პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთოს, კანონი ზღუდავს მას პოლიტიკურ განცხადებებთან დაკავშირებით?! არ ზღუდავს. ის არის არამოსამართლე წევრი, საბჭოში არის როგორც მოქალაქე და ის თავის შეხედულებებზე საუბრობს ღიად“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება ამ საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მომავალ გადაწყვეტილებას, როგორც გია ხუხაშვილი აცხადებს, სალომე ზურაბიშვილს საკუთარი ნება არ აქვს და იმას გააკეთებს, რასაც ბიძინა ივანიშვილი დაავალებს.

„პრეზიდენტის პოზიცია საერთოდ არ არის საინტერესო. არ მგონია, რომ მას რაიმე პოზიცია ჰქონდეს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი. პრეზიდენტს თავისი პრობლემები აქვს და ვის რა პრობლემებს გადაუწყვეტს?! ეშმაკთანაც შევა გარიგებაში, ამაზე პრობლემა არ აქვს. ბიძინა ივანიშვილი რასაც დაავალებს, იმას გააკეთებს. ეტყვის, რომ ხელი მოაწეროს, მოაწერს, ეტყვის რომ მოიცადოს - მოიცდის. დღეს პრეზიდენტი, როგორც ასეთი, როგორც ინსტიტუტის ხელმძღვანელი, დამოუკიდებელი პირი არ არსებობს. მას საკუთარი ნება არ გააჩნია, რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებს და რას ეტყვიან, მაგას ვნახავათ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა. როგორც საბჭოს მიმართვაშია ნათქვამი, „ანა დოლიძე სისტემატურად არღვევს საჯარო მოსამსახურის ეთიკას და მისი ქმედებები არამხოლოდ სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციისკენაა მიმართული, არამედ ზიანს აყენებს მის თანამდებობაზე დამნიშნავ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს, საქართველოს პრეზიდენტსაც“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა