იუსტიციის საბჭომ საპროკურორო საბჭოს წევრობისთვის ირაკლი შენგელიას და რევაზ ნადარაიას კანდიდატურები დაასახელა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საპროკურორო საბჭოს წევრობისთვის ორი მოსამართლის: ირაკლი შენგელიას და რევაზ ნადარაიას კანდიდატურა დაასახელა. როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ სხდომაზე კანდიდატების დასახელებისას განაცხადა, რომ გათვალისწინებულია 2 წევრი, რომლებიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა აირჩიოს საერთო სასამართლოების იმ მოსამართლეთაგან, რომლებსაც აქვთ მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

მისივე განმარტებით, რეგლამენტის თანახმად აღნიშნული გადაწყვეტილებას იღება იუსტიციის უმაღლესი საბჭო წევრების 2/3-ის მხარდაჭერით. შესაბამისად,საბჭოს წევრებმა აღნიშნული კანდიდატების წარდგენას მხარი დაუჭირეს.

საპროკურორო საბჭოს მხარდაჭერის შემთხვევაში კი, რევაზ ნადარაია და ირაკლი შენგელია საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში 4 წლის ვადით განახორციელებენ უფლებამოსილებას.

შეგახსენებთ, რომ საპროკურორო საბჭოში მოსამართლეთა ახალი კანდიდატურის წარდგენის აუცილებლობა იქიდან გამომდინარე დადგა, რომ საბჭოს ორ მოსამართლე წევრებს: ვასილ მშვენიერაძეს და სერგო მეთოფიშვილს საპროკურორო საბჭოში უფლებამოსილების ვადა 25 ნოემბერს ეწურებათ.

საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში სულ 15 არჩეული წევრია, მათ შორის, 8 პროკურორია. საბჭოს 8 პროკურორ წევრს ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო