ემზარ კვიციანი რომან გოცირიძეს - ულვაშიანო კაცო, გაჩუმდი და წყნარად მოისმინე

ულვაშიანო კაცო, გაჩუმდი და წყნარად მოისმინე, - ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა ემზარ კვიციანმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ლალი ფაფიაშვილს უსმენენ. ემზარ კვიციანის აღნიშნული სიტყვები რომან გოცირიძის მიერ გაკეებულ რეპლიკას მოჰყვა, როდესაც კვიციანი მოსამართლეობის კანდიდატს კითხვას უსვამდა.

„დამნაშავე ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი ლიდერი გვყავს, რომელიც თავის პოლიტიკურ პარტიას კარნახობს და ყოვლდღიურ რეჟიმში პირდაპირი ეთერით ელაპარაკება აქ. ჩემთან ტელეფონით საუბრის გამო, რადგან მე მაშინ დამნაშავედ გამხადეს, ირაკლი ბათიაშვილი იხდიდა სასჯელს. შვიდი წელი მიუსაჯეს სხვათაშორის. ვნახეთ, რომ გაამართლა სტრასბურგმა. ერთი ასეთი კითხვა მაქვს თქვენთან, სტრასბურგმა ირაკლი ბათიაშვილი რომ გაამართლა, მეც ხომ გამამართლა? ანუ, ჩვენი საუბარი გაამართლა. გაამართლა ის, რომ ჩემი და ირაკლის საუბარი გაყალბებული იყო. ირაკლის ვუთხარი, რომ აფხაზებმა შემომთავაზეს დახმარება, მაგრამ მე უარი ვუთხარი. მეც შევთავაზე დახმარება, როცა არეულობა გვქონდა, მაგრამ ეს ფორმალური შეთავაზება იყო. ეს ყველაფერი უცხო ქვეყნის სპეცსამსხურების დავალებით შემოგვიტრიალეს სააკაშვილმა და მისმა ბანდამ, რომლის წარმომადგენელიც აგერ უკან მიზის”,-განაცხადა ემზარ კვიციანმა, რომელშიც რომან გოცირიძე იგულისხმა.

კვიციანის ამ განცხადებაზე, რომან გოცირიძემ ხუმრობით რეპლიკით უპასუხა: „ბატონო ემზარ, კინო გახსოვთ, ის შავი კაცი ვინ იყო? შერეკილებში რომ არის?”

რომან გოცირიძის აღნიშნულ მიმართვაზე კი ემზარ კვიციანმა აღნიშნა, რომ ამას ის ვერ გაიგებდა, რადგან სამხედრო არ არის.

„შავი კაცი? შენ ამას ვერ გაიგებ ვინ იყო ის შავი კაცი, რადგან შენ სამხედრო არ ხარ და არასდროს დაგიცავს შენი სამშობლო. ამიტომ, ულვაშიანო კაცო, გაჩუმდი და წყნარად მოისმინე”,- განაცხადა კვიციანმა.

ამის შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მოუწოდა რომან გოცირიძეს, ემზარ კვიციანისთვის სიტყვის დასრულების საშუალება მიეცა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს