ზურმუხტის ქსელის შესახებ სემინარები გაიმართა

ზუგდიდის, ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში ზურმუხტის ქსელში შემავალი ტერიტორიების „სამეგრელო 2-ის“, „რაჭა-ლეჩხუმისა“ და „სვანეთი-რაჭის“ მართვის გეგმების შემუშავების საკითხებთან დაკავშირებით საინფორმაციო სემინარები გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, სემინარების მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება კონსერვაციის მაღალი ინტერესის მქონე ადგილების თაობაზე, სადაც ვხვდებით დაცულ სახეობებსა და ჰაბიტატებს.

„შეხვედრის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის წარმომადგენლებმა მონაწილეებთან ერთად განიხილეს ზურმუხტის ქსელში შემავალი ტერიტორიებისთვის კონსერვაციის კონკრეტული ღონისძიებები და შესაძლებლობები გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის. ასევე, ექსპერტებმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს საერთაშორისო გამოცდილება ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის სოციალურ-ეკონომიკური გავლენის, ტრადიციული პროდუქციის ფასეულობის ზრდის, ეკოტურიზმის და სხვა საკითხების შესახებ.

ზურმუხტის ქსელის განვითარება არის უმნიშვნელოვანი საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს 1979 წლის ბერნის ,,ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის’’ განხორციელებას. 2009 წელს აღნიშნულ კონვენციას საქართველოც შეუერთდა, რითაც ქვეყანამ აიღო ვალდებულებები ველური ბუნების სახეობებისა და ჰაბიტატების კონსერვაციის სტანდარტების ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოეყვანა ამჟამად, საქართველოს ზურმუხტის ქსელი 39 ზურმუხტის საიტისგან შედგება. ამასთანავე, 7 საიტი არის ქსელში შესვლის კანდიდატი, ხოლო 12 შეთავაზებული. აღებული ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს ზურმუხტის ქსელის 3 საიტის მართვის გეგმები მზად უნდა ჰქონდეს 2023 წლისთვის, ხოლო დანარჩენ 36 დანიშნული საიტის - 2024 წლისთვის.

საინფორმაციო და საკონსულტაციო ხასიათის სემინარები ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "მხარდაჭერა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების გარემოსდაცვითი დებულებების განხორციელებაში“ ფარგლებში სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს