ჟან კრისტოფ ბელიარი ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტზე - ის ფაქტი, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უწევს მსგავს გამოწვევებთან გამკლავება, დიდი პრობლემაა

ეს ნამდვილად სერიოზული ინციდენტია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხელს უწყობს მშვიდობის შენარჩუნებას და ის ფაქტი, რომ ასეთ მისიას უწევს მსგავს გამოწვევებთან გამკლავება, რასაკვირველია არის ძალიან დიდი პრობლემა, - ასე ეხმაურება ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჟან კრისტოფ ბელიარი ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს.

როგორც ბელიარი აცხადებს, სიტუაციის დასტაბილურება საქართველოს ამ რეგიონში უმნიშვნელოვანესია.

„ეს ნამდვილად სერიოზული ინციდენტია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხელს უწყობს მშვიდობის შენარჩუნებას და ის ფაქტი, რომ ასეთ მისიას უწევს მსგავს გამოწვევებთან გამკლავება, რასაკვირველია არის ძალიან დიდი პრობლემა. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ ამ საკითხს. პასუხისმგებელი პირები გამართავენ შეხვედრას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რატომ მოხდა ეს ინციდენტი.

სიტუაციის დასტაბილურება საქართველოს ამ რეგიონში უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, შესაბამისად, გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი სპეციალური წარმომადგენელი მიემგზავრება მოსკოვში, სადაც ის შეხვდება რუს კოლეგებს. ჩვენ ვაფასებთ ჟენევის ფორმატს და პრობლემის მშვიდობიანი გზებით გადაჭრის მცდელობას, ვინაიდან ევროკავშირი ეფუძნება სწორედ ამ მიდგომებს. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ამ შემთხვევაშიც საკითხი მშვიდობიანი გზებით დარეგულირდება და მოვახდენთ დიპლომატიურ რეაგირებას“, - აცხადებს ჟან კრისტოფ ბელიარი, რომელის კომენტარსაც საგარეო უწყება ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, 24 ოქტომბერს ევროკავშირის მისიის შეუიარაღებელი პატრული ზემოხსენებულ ტერიტორიაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა მცირე ხნით დააკავეს. ამ მოვლენების შემდეგ მალევე ცხინვალისგან ცხელი ხაზი გააქტიურდა.

იხილეთ ვიდეო: ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჩორჩანაში მომხდარ ფაქტს "სერიოზულ ინციდენტს" უწოდებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა