რომან გოცირიძე - „კონტი ჯგუფის“ დარჩენას პოლიტიკური ქვეტექსტი აქვს, რომ მომავალი არჩევნების შემდეგ პროექტი გაგრძელდება

„კონტი ჯგუფის“ დარჩენას აქვს პოლიტიკური ქვეტექსტი, რომ მომავალი არჩევნების შემდეგ პროექტი გაგრძელდება. მანამდე პროექტი გაყინულია და რუსეთი არ დაუშვებს ამ პროექტის განახლებას ,-ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც ის ამერიკული Conti International-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ აქციონერად დარჩენის თაობაზე.

გოცირიძის შეფასებით, “საქართველოს მთავრობა თვალთმაქცობს”, სინამდვილეში კი ერთი წლის განმავლობაში ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება არ დაიწყება. მისივე თქმით, ალბათ, „კონტი ჯგუფსაც“ იმედი აქვს, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლება შეიცვლება და ანაკლიის პროექტი განახლდება. ამასთან, გოცირიძე ამბობს, რომ “კონტი ჯგუფს“, როგორც ჩანს, რაღაცით აიმედებენ”.

„კონტი ჯგუფის“ განცხადებაში პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ მათ მთავრობისგან მხარდაჭერის იმედი არ ჰქონდათ. მათ მთავრობა ანაკლიის პროექტის ჩაშლაში პირდაპირ ამხილეს რბილად, მაგრამ შინაარსი ასე იკითხებოდა. ახლა გადაწყვიტეს დაბრუნება. როგორც ჩანს, ამ ამბების შემდეგ, რაღაცას აიმედებენ. 2020 წლის ბოლოს ანაკლიაში პირველი გემი უნდა შემოსულიყო, როდესაც ზუგდიდიდან ანაკლიამდე დამაკავშირებელი რკინიგზა არათუ აშენებული არ არის, პროექტიც არ არსებობს. დღეს რომ მშენებლობა დაიწყოს, დასრულებას დასჭირდება სულ მცირე სამი წელიწადი. საქართველოს მთავრობა თვალთმაქცობს, ვინც არ უნდა შემოვიდეს, ამ ერთი წლის განმავლობაში ანაკლიის პორტის პროექტი დაწყებული არ იქნება. ალბათ, „კონტი ჯგუფსაც“ ამის იმედი აქვს, არჩევნების შემდეგ შეიცვლება ხელისუფლება და განხორციელდება ანაკლიის პროექტი. შესაძლებელია, მათ საკუთარი ანალიზი აქვთ, ურჩევნიათ დარჩნენ, ვინაიდან, პროექტი მხოლოდ მაშინ განვითარდება, როცა ხელისუფლება შეიცვლება. „კონტი ჯგუფის“ დარჩენას აქვს პოლიტიკური ქვეტექსტი, რომ მომავალი არჩევნების შემდეგ პროექტი გაგრძელდება. მანამდე პროექტი გაყინულია და რუსეთი არ დაუშვებს ამ პროექტის განახლებას და კარგად დავინახეთ თუ რა მოტივებით იქნა დაბლოკილი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, ამერიკული Conti Internationa- კვლავ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ აქციონერად რჩება. ინფორმაციას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ავრცელებს. როგორც "ანაკლიიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „კონტი ჯგუფი“ კვლავ აქციების 42%-ის მფლობელია. შეგახსენებთ, 15 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ამერიკული „კონტი ჯგუფი“, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 42%-იანი წილის მფლობელია, კონსორციუმს ტოვებდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა