გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, ბუნდოვანი და გაურკვეველია ვინ უკრძალავს ანა დოლიძეს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით შეფასებების გაკეთებას

საბჭო არ არის პოლიტიკური ორგანო და ის რეფორმები, რომელიც გავიარეთ, პირდაპირ გამორიცხავს პოლიტიკას იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან, ამიტომ გაურკვეველია პოლიტიკასთან საბჭოს დაკავშირება,- ამ განცხადებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის ბრალდებას ეხმიანება მის პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ბუნდოვანი და გაურკვეველია ვინ უკრძალავს ანა დოლიძეს შეფასებების გაკეთებას სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით. მიქაუტაძე აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ანა დოლიძის განცხადება კიდევ ერთი ტყუილია.

მისივე თქმით, სასამართლო სისტემის მიმართ კრიტიკული პოზიციით გამოირჩევა ასევე ნაზი ჯანეზაშვილიც, თუმცა მისი განცხადებები პოლიტიკურ საქმიანობად არავის შეუფასებია.

ანა დოლიძე არის ერთადერთი საბჭოს წევრი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე ყველა აქტუალურ პოლიტიკურ საკითხზე საჯაროდ გამოდის. აქვს საჯაროდ გაცხადებული საარჩევნო და პოლიტიკური მიზნები. ჩვენ გვყავს სხვა კრიტიკულად განწყობილი წევრებიც, თუმცა, არც ერთხელ ქალბატონი ნაზის მიმართ არ ყოფილა პრეტენზია, რომ მისი საქმიანობა და შეფასებები გასცდა როდესმე სასამართლო სისტემას. არასდროს გვითქვამს, რომ ის აქტიურად არის ჩართული პოლიტიკაში. ჩვენ ვხელმძღვანელობთ მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებით, რომელიც წარმოადგინა სხდომაზე დიმიტრი გვრიტიშვილმა და ეს უნდა გახდეს მსჯელობის და ფართო საზოგადოების ყურადღების საგანი",- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო