არჩილ თალაკვაძე - ნატო არის ის საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც საქართველო ხედავს თავის მომავალ უსაფრთხოებას

„ჩვენ ვართ სტრატეგიულ მზადყოფნაში, რომ გავწევრიანდეთ ნატოში და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვქმნით იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც მომავალში საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი“,- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა მოლოდინი აქვს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეხვედრასთან დაკავშირებით.

თალაკვაძის განცხადებით, „საქართველოს საგარეო პოლიტიკური არჩევანი და ეროვნული უსაფრთხოების სფეროში მიღებული გადაწყვეტილება არის საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში“.

„ნატო არის ის საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც საქართველო ხედავს თავის მომავალ უსაფრთხოებას, სწორედ ამიტომ, ჩვენ დღეის მდგომარეობით ვართ ნატოს არაწევრ პარტნიორ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. ჩვენი ჯარისკაცები დგანან ნატოს ჯარისკაცების მხარდამხარ და იცავენ მშვიდობას და თავისუფლებას, ჩვენ ვართ სტრატეგიულ მზადყოფნაში, რომ გავწევრიანდეთ ნატოში და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვქმნით იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც მომავალში საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი, საქართველო ამ არჩევანს არ გადაუხვევს, ევროპული და ევროატლანტიკური სივრცე არის ჩვენი ბუნებრივი ადგილი და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ამაში ჩვენ გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო