მამუკა ხაზარაძე მისი საქმის პროკურორებს მიმართავს და ინტრესდება, რატომ არ დაიწყეს ძიება ე.წ. მუქარის წერილზე

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მისი საქმის პროკურორებს მიმართავს და ინტრესდება, რატომ არ დაიწყეს ძიება ე.წ. მუქარის წერილზე. ხაზარაძემ პროკურორებს სასამართლო პროცესზე მიმართა და აღნიშნა, რომ მათ უკვე ყველანაირი დოკუმენტაცია გააჩნიათ, რათა საქმის ძიება დაიწყონ.

„ახლა მაქვს კითხვა. ქალბატონო სალომე, როცა თქვენ თქვით და არ გამოყავით მუქარის წერილი ამ საქმიდან, რომელიც ჩვენ გახარიასგან მივიღეთ და ამბობდით, რომ დედანი არ არის, ჩვენ დედანი წარმოვადინეთ. კითხვა არის ლეგიტიმური, რატომ არ აღძრავთ საქმეს, როცა გაქვთ ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი და არის თქვენს ხელში. მე გპირდებით ყველას, რომ ყველა ეს საქმე იქნება მიყვანილი ბოლომდე. აქ ლაპარაკი აღარაა დანაშაულზე ან უდანაშაულობაზე. მე უბრალოდ გული მწყდება, რადგან პროფესიული ღირსების გარდა არსებობს სინდისის და სირცხვილის გრძნობა. თქვენ უნდა გრცხვენოდეთ, ვინაიდან არ აშენებთ მომავალ საქართველოს", - მიმართა ხაზარაძემ პროკურორებს.

შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ამჟამად პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, წინასაარჩევნო პერიოდში მას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა