ირაკლი ღარიბაშვილი ბრიტანელ კოლეგას ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში შეხვდა

ბრიუსელში მიმდინარე ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები ბრიტანელ კოლეგასთან შეხვედრით დაასრულა. ირაკლი ღარიბაშვილმა დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ასევე ჩვენი ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის ბენ უალესს მადლობა გადაუხადა და ყურადღება სტრატეგიულ პარტნიორობასა და თანამშრომლობის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებაზე გაამახვილა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ნატო-ს თავდაცვის და შეკავების პოლიტიკის კონტექსტში მინისტრებმა უსაფრთხოების გარემოსა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე იმსჯელეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიტანელ კოლეგას ნატო-სთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით, ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის შესაბამისად თავდაცვის სფეროს რეფორმირების პერსპექტივები გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის გაერთიანებულ სამეფოსთან ეფექტიანი ურთიერთობა თავდაცვის სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სხვადასხვა ინიციატივის, მათ შორის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და JTEC-ის განვითარებაში გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერაზე.

სამინისტროს ინფორმაციით, კოლეგებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაჭრილი სამხედროების მხარდაჭერის პროცესში დიდი ბრიტანეთის როლზე გაამახვილა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო მრავლისმომცველი გახდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა