საქართველოსა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართა

საქართველოსა და პოლონეთის თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებული იმპლემენტაცია და განვითარების პერსპექტივები, ასევე პოლონელი სამხედროების აქტიური მონაწილეობა საქართველოში გამართულ მრავალეროვნულ სწავლებებში - ის საკითხები იყო, რაზეც საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრებმა ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე ისაუბრეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერისთვის კოლეგას - მარიუშ ბლაშჩაკს მადლობა გადაუხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს თავდაცვის უწყება განაგრძობს თავდაცვის ტრანსფორმაციას, რაც ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. მისივე თქმით, ქართული მხარე ნატოსთან ერთად SNGP-ის განვითარებაზე მუშაობს, რომელიც კონცენტრირებული იქნება მეტ დინამიკურ, მიზნობრივ და ჰიბრიდულ მიდგომაზე. ეს ყველაფერი კი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება.

„მინისტრები ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებების განსახილველად უახლოეს მომავალში შეხვედრაზეც შეთანხმდნენ. საუბრის დასასრულს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კოლეგას პოლონეთის საელჩოს, როგორც ნატოს საკონტაქტო საელჩოს საქართველოში, აქტიურობისა და ეფექტური საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო