აუდიტის სამსახური - მარნეულის მუნიციპალიტეტში ვერ ასაბუთებენ, რა სარგებელი მოაქვს ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ვერ ასაბუთებენ, რა სარგებელი მოაქვს ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოს, რომლის მშენებლობაზე მილიონ ლარამდე დაიხარჯა. აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია საუბარი, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობას შეეხება.

ანგარიშის თანახმად, მარნეულის მუნიციპალიტეტმა 2012 წელს დააფუძნა შპს „ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო“, რომლის მშენებლობაზე დაიხარჯა 979.0 ათასი ლარი. საწარმო იბარებს საკვებ ნარჩენებს, გარდაქმნის ორგანულ სასუქად და ახდენს მათ რეალიზაციას. 2017-2018 წლებში შპს-ს სუბსიდიის სახით მუნიციპალური ბიუჯეტიდან მიღებული აქვს 193.0 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტმა აუდიტის სამსახურს ვერ წარუდგინა ინფორმაცია, თუ რა ეონომიკური ან ეკოლოგიური სარგებელი მოიტანა ამ საწარმოს შექმნამ.

„მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები შპს-ს საქმიანობის სარგებლიანობის შესახებ, ასევე რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული მსგავსი შპს-ს შექმნა და მასზე დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაწევა. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, მუნიციპალიტეტი შპს-ს სამეურნეო საქმიანობისა და ფინანსური ოპერაციების შესახებ, ფლობს მხოლოდ სიტყვიერად მიწოდებულ ინფორმაციას. მერიას არ აქვს შესწავლილი და შესაბამისად, გაანალიზებული შპს-ს ფუნქციონირების შედეგად, რა ეკონომიკური ან ეკოლოგიური სარგებელი მიიღო მუნიციპალიტეტმა,“-აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

შესაბამისად, აუდიტის დასკვნით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი, ისეთი საწარმოს დასაფინანსებლად, რომლის საქმიანობის მიზანშეწონილობისა და სარგებლიანობის შესახებ მუნიციპალიტეტს არ გააჩნია დასაბუთებული ინფორმაცია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა