მოსკოვის გამზირზე მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცე გაიხსნა

მოსკოვის გამზირზე, N36 ბ და N36 გ კორპუსების მიმდებარედ, მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცე მოეწყო. სკვერის სადღესასწაულო გახსნას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, დედაქალაქის მერი კახა კალაძე და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე დაესწრნენ.

ახლად გახსნილ სკვერში თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ კონცერტი გაიმართა, ამასთან საკონცერტო რეპერტუარი სოლო შემსრულებლებმა წარმოადგინეს. ასევე, ჩატარდა სხვადასხვა სპორტული აქტივობა. აღნიშნულ მისამართზე მასშტაბური პროექტი განხორციელდა - კეთილმოეწყო 2 300 კვ.მ ფართობის ტერიტორია, სადაც დასასვენებელი და სპორტული ინფრასტრუქტურა განთავსდა. კერძოდ, ტერიტორიაზე სკვერი, საბავშვო გასართობი მოედანი და 340 კვ.მ ფართობის ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედანი მოეწყო.

მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, ტერიტორიაზე განთავსდა ორი დასასვენებელი პავილიონიც. ასევე, მოეწყო ფიტნეს ზონა, რომელშიც ათი ტრენაჟორი დამონტაჟდა. რეკრეაციული სივრცე შემოიფარგლა დამცავი ღობით, დაიდგა ჩოგბურთის მაგიდები, სასმელი წყლის შადრევნები, საბაღე სკამები და ურნები. დამონტაჟდა გარე განათების სისტემა და გამწვანებულ მონაკვეთებს შორის საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. სკვერის მოწყობამდე, აღნიშნულ მისამართზე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, სრულად შეიცვალა წყალარინების სისტემა. ასევე, განხორციელდა საგზაო სამუშაოები და 3 200 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.

მულტიფუნქციური სივრცის მოწყობის სამუშაოები სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ალგე ჯგუფმა“ განახორციელა. პროექტის შესრულებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 254 500 ლარი გამოიყო. სკვერის გახსნის საზეიმო ღონისძიებას ასევე, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატები მარიამ ჯაში და ქეთევან მამულაშვილი ესწრებოდნენ.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა