Conti International-ის წარმომადგენელი - „ანაკლიის კონსორციუმის“ დატოვების გადაწყვეტილება წლის დასაწყისში მივიღეთ - ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა

გვსურს ანაკლიის პორტის პროექტში საკუთარი აქციების გაყიდვა და კონსორციუმის დატოვება საბოლოო გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ Conti International-ის წარმომადგენელმა კოლინ ვიბლმა განუცხადა.

„კონსორციუმის დატოვების გადაწყვეტილება წლის დასაწყისში მივიღეთ და კონსორციუმსაც ვაცნობეთ ეს გადაწყვეტილება. რამდენიმე თვის წინ კი ეს გამოცხადდა და ცნობილი გახდა, მას შემდეგ ჩვენი გადაწყვეტილება არ შეცვლილა“,- განაცხადა ვიბლმა.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, თუ რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც Conti International -ი კონსორციუმს ტოვებს, ვიბლმა განაცხადა, რომ „ამაზე ამჟამად კომენტარი არ აქვს“.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა