იაპონიაში ძლიერი წვიმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

იაპონიის აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის გამო 10 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება 3 ადამიანი.

ხელისუფლებამ ევაკუაციის რეკომენდაცია გასცა, ვინაიდან არსებობს წყალდიდობისა და მეწყერის გამეორების შანსი.

შეგახსენებთ, ორი კვირის წინ იაპონიას ძალიერი ტაიფუნი „ჰაგიბისი“ დაატყდა თავს, რომელმაც 88 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს