მართლწესრიგის ოფიცრებმა თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებთან ბულინგისა და ძალადობის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

ძველი თბილისის რაიონის მართლწესრიგის ოფიცრებმა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა გამართეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები და მანდატურები. შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.

მართლწესრიგის ოფიცრები, მანდატურებსა და ფსიქოლოგებთან ერთად, მოზარდებს ბულინგის თემაზე ესაუბრნენ და აღნიშნული პრობლემის ერთობლივად გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. სამართალდამცველებმა მოსწავლეებს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის მნიშვნელობა გააცნეს და თავიანთი მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

„მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენცია სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მოიცავს არასრულწლოვნებსა და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, მათზე რეაგირებას, ასევე, ამ დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას. მართლწესრიგის ოფიცრები სკოლის მოსწავლეთა საინფორმაციო და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართული. ისინი სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს მომავალშიც განაგრძობენ,” - ნათქვამია შს სამინისტროს ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს