ირაკლი კობახიძე - მზად ვართ გავითვალისწინოთ ყველა ის ინიციატივა, რომელიც საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას უზრუნველყოფს

მზად ვართ გავითვალისწინოთ ყველა ის ინიციატივა, რომელიც საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს კაჭრეთში განუცხადა, სადაც საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით გასვლით შეხვედრას მართავს.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა 25 ოქტომბერსაც ჩატარდა, სადაც კონსენსუსის მიღწევა შეძლეს.

„გუშინდელი დღე იყო ძალიან პროდუქტიული. ყველა თემასთან დაკავშირებით კონსტრუქციული დისკუსია გვქონდა. საუბარი იყო სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით, საეთერო დროის შესახებ და ა.შ. ამ საკითხებთან დაკავშირებით ფართო კონსენსუსის მიღწევა მოვახერხეთ. დღესაც, ორი ძირითადი თემა განიხილება. ეს არის საარჩევნო დავების საკითხი, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხი. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რომელიც დადგება შეხვედრის მონაწილეების მხრიდან. რა თქმა უნდა, მზად ვართ გავითვალისწინოთ ყველა ის ინიციატივა, რომელიც საქართველოში უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს