მამუკა კაციტაძე - განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვას

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვას, თუ ვინმე გამოიყენებს წინასაარჩევნო აგიტაციისთვის ადმინისტრაციულ რესურსს, ის უნდა იყოს დასჯილი, - ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ ჟურნალისტებს კაჭრეთში განუცხადა, სადაც საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით გასვლით შეხვედრას მართავს.

მისი შეფასებით, ამ შემთხვევაში ორი პრობლემაა: ერთია არჩევნების დღემდე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და მეორე, უშუალოდ არჩევნების დღეს რესურსის გამოყენება. მისი განცხადებით, ამ შემთხვევაში უფრო ძალოვანების ხელი იგრძნობა ხოლმე, „სუს-იდან დაწყებული, უბნის ინსპექტორებით დამთავრებული“.

„განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვას და პირდაპირ ვიტყვი, ეს ხელისუფლების პრობლემაა იმიტომ, რომ ადმინისტრაციულ რესურსს ოპოზიცია ვერ გამოიყენებს. ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს ხელისუფლება, მმართველი პარტია, შესაბამისად მისი პრობლემაა და მისი მხრიდან არის გადმოსადგმელი ნაბიჯები, რომ შევზღუდოთ ეს. მაგრამ აქ მთავარი არის ერთი პრობლემა. ჩვენ ვამბობთ, რომ შეიზღუდოს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მაგრამ თუ იქვე არ იქნა დაკონკრეტებული გამოყენების შემთხვევაში რა სანქცია წესდება, მაშინ არანაირ ჩანაწერს აზრი არ აქვს. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არ არის მარტო ამ ხელისუფლები პრობლემა. ყოველთვის იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მაღალი ხარისხი“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს