შს მინისტრი 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის ჩვენებას გამოეხმაურა

მან განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა და შეიძლება არასწორი მიმართულებით ისროლა. ის, რომ შტურმის საშიშროება არ იყო და არ იყო ძალა გამოსაყენებელი, ეს არ უთქვამს, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რითაც 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის აღიარებით ჩვენებას გამოეხმაურა, სადაც გიორგი ესიაშვილი აცხადებს, რომ სროლის აუცილებლობა არ იყო. გომელაური მიიჩნევს, რომ სპეცრაზმელმა ისაუბრა კონკრეტულ ეპიზოდზე და არა მთლიანად ოპერაციაზე, რომელიც პარლამენტთან აქციის დაშლის მიზნით ჩატარდა.

„მან განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა და შეიძლება არასწორი მიმართულებით ისროლა. ის, რომ შტურმის საშიშროება არ იყო და არ იყო ძალა გამოსაყენებელი, ეს არ უთქვამს. ალბათ მან თქვა, რომ სროლის აუცილებლობა არ იყო იმ კონკრეტულ შემთხვევაში, სადაც მან გაისროლა და დააზიანა რომელიმე მოქალაქე. ამ ადამიანს მთლიანი ოპერაცია არ შეუფასებია და ვერც შეაფასებდა, რადგან არც აქვს უფლება, რიგითმა სპეცრაზმელმა შეაფასოს იყო თუ არა რამე საჭიროება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კითხვაზე იყო თუ არა პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის ოპერაციის ჩატარების აუცილებლობა, შს მინისტრმა განაცხადა: „რა თქმა უნდა საჭირო იყო“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა