„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, სავაჭრო კომპლექსი - „სითი მოლი საბურთალო” ოფიციალურად გაიხსნება

„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, ქალაქის ცენტრში, ვაჟა-შაველას N70-ში სავაჭრო კომპლექსი - „სითი მოლი საბურთალო” ოფიციალურად გაიხსნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 120 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული, ენერგოეფექტური, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისი შენობა თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი; აქვს ინოვაციური დიზაინი და წარმოადგენს მრავალფუნქციურ კომპლექსს.

„სითი მოლი საბურთალო“ 200-ზე მეტ, უახლესი კონცეფციისა და გამორჩეული კოლექციების მქონე, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების მაღაზიებს, კაფეებს, რესტორნებს მოიცავს. მასში განთავსებულია საქართველოში უდიდესი კინოთეატრი-“კავეა სითი მოლი” ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი “ScreenX” დარბაზით. შენობაში განთავსებულია უნიკალური კონცეფციის მქონე ბავშვთა გასართობი და ბოულინგის ცენტრები, ტექნიკის, ავეჯის, დეკორის, თავის მოვლის საშუალებებისა და პარფიუმერიის, ასევე სათამაშოების, წიგნების, სამკაულებისა და სასაჩუქრე მიმართულების ბრენდული მაღაზიები. სავაჭრო ცენტრი აღჭურვილია მიწისქვეშა ორ დონიანი, 1500 ავტომობილზე გათვლილი, ავტოსადგომით,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

2019 წლის ბოლომდე სავაჭრო და გასართობ ცენტრში გაიხსნება ცნობილი საერთაშორისო ბრენდების კვების ობიექტები. წლის ბოლომდე ფუნქციონირებას დაიწყებს სავაჭრო და გასართობ ცენტრთან არსებული „A კლასის“ ბიზნეს ცენტრი „სითი თაუერი“.

„საქართველოს ბანკი“ ხელს უწყობს ეკონომიკურად გამართულ პროექტებს, რათა მხარი დაუჭიროს ბიზნესს, ხელი შეუწყოს მის განვითარებასა და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას. მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ძლიერი ეკონომიკის საწინადარია. ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ მხარს ვუჭერთ თბილისში საკმაოდ მასშტაბური ახალი სავაჭრო ცენტრის პროექტის განხორციელებას. გვჯერა, რომ IG Development Georgia-სა და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი თანამშრომლობით, პროექტი საკმაოდ წარმატებული იქნება, “- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ფაილოძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო