საპატრიარქოს წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში, დაარსებიდან 10 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონში, დაარსებიდან 10 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. სკოლა-პანსიონში გამართულ ღონისძიებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე დაესწრო.

როგორც „ინტეპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სააგენტოდან აცნობეს, ზაზა ვაშაყმაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის სახელით მოსწავლეებს 10 წლის იუბილე მიულოცა. მისი განცხადებით, სკოლა-პანსიონში მყოფი ქრისტიანი და მუსულმანი ბავშვების ერთად, მეგობრულად აღზრდა-განათლება ხაზს უსვამს ჩვენს ქვეყანაში არსებულ ტოლერანტულ გარემოსა და რელიგიურ მრავალფეროვნებას. სააგენტოს თავმჯდომარემ სკოლა-პანსიონის ადმინისტრაციას საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომვალოდ დახმარება აღუთქვა.

დღეისათვის სკოლა-პანსიონში განათლების სამივე საფეხური და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ფუნქციონირებს, სადაც განათლებას 530 მოსწავლე და 60-მდე სტუდენტი იღებს. აღსანიშნავია, რომ სადღეღამისო პანსიონში ცხოვრობს 80-მდე ბავშვი, რომელთა შორის არიან მუსულმანი ქართველები ზემო აჭარიდან, ტაო-კლარჯეთიდან, ჰერეთიდან, ფერეიდნიდან და საქართველოს მაღალმთიანი რაიონებიდან.სკოლა-პანსიონი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა კურთხევით 2009 წელს დაარსდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა