ჩილეს პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა

ჩილეს პრეზიდენტმა სებასტიან პინერამ შაბათს განაცხადა, რომ მან მთელი მთავრობა დაითხოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პრეზიდენტ პინერას განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიზანი ახალი მთავრობის ფორმირება და იმ სოციალური რეფორმების განხორციელებაა, რასაც დემონსტრანტები მოითხოვენ.

სებასტიან პინერამ მთავრობის დათხოვნის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც პარასკევს დედაქალაქ სანტიაგოში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა და ქუჩაში მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა.

„მე ხალხის მოთხოვნა ქუჩებიდან მოვისმინე. ჩვენ ახალ რეალობაში ვართ. ჩილე ახლა სრულიად განსხვავდება იმისგან, რაც ის 1 კვირის წინ იყო“, - განაცხადა პინერამ.

6 ოქტომბერს ჩილეს ხელისუფლების მიერ მეტროთი მგზავრობის საფასურის 800-დან 830 პესომდე გაზრდის დაანონსებას საპროტესტო აქციები მოჰყვა. ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების დროს დაიღუპა 17 და დაშავდა ასობით ადამიანი.

სოსო არჩვაძე - ხელისუფლებას აქვს ერთი მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანა - მშვიდობიანად, რაც შეიძლება მინიმალური დანაკარგებით გაიყვანოს ქართული სახელმწიფოებრიობის ხომალდი სამშვიდობოს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
უსაფრთხოებაზე გამავალი ერთობა: მოსაზრებები, შესაძლებლობები, შეთავაზებები
სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება
Wolt-ის ლურჯი პარასკევი დაიწყო
ახალი Economy და Isolated კატეგორიები Bolt-ის აპლიკაციაში
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს ონლაინ, B2B ფორმატში გამართავს
„9 შავი პარასკევი“ ექსტრაზე Mastercard-ისგან