ირმა ნადირაშვილი ლაგოდეხში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე - ლაგოდეხის მერი პირადად დგას და სიებს აფრიალებს უბნების წინ

ლაგოდეხის მერი პირადად დგას და სიებს აფრიალებს უბნების წინ. ეს აჩვენებს რა მძიმე მდგომარეობაშია ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ამ ტიპის არჩევნებში მოუხდა მთელი ადმინისტრაციული რესურსი გამოეყენებინა, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა ლაგოდეხში მიმდინარე საკრებულოს შუალედური არჩევნების შეფასებისას განაცხადა.

ირმა ნადირაშვილის თქმით, ეს არჩევნები უბნის შიგნით ნამდვილად არ ყალბდება და მათ დარღვევების გასაკონტროლებლად წარმომადგენლების დიდი რაოდენობა ჰყავთ უბანზე.

„თქვენ ხედავთ, რა ხდება ამ სოფელში, მეორედ მოსვლა გეგონებათ ისეთი ამბავია, დაშლიგინებენ დაბურულფანჯებრიანი სუს-ის მანქანები და დედოფლისწყაროს სუს-ის უფროსიც კი აქ არის ჩამოსული, როგორც ამბობენ, თავისი ნათესავი კანდიდატის მხარდასაჭერად. მთელი ლაგოდეხის ადმინისტრაციული რესურსი აქ არის, ლაგოდეხის მერი პირადად დგას და სიებს აფრიალებს უბნების წინ, ეს აჩვენებს რა მძიმე მდგომარეობაშია ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ამ ტიპის არჩევნებში მოუხდა, რომ მთელი ადმინისტრაციული რესურსი გამოეყენებინა: გამგებლები, მერი, რაიონის საჯარო მოხელეები, მათი ნათესავები და ყველანი აქ არიან ჩამოსულები. ეს არჩევნები უბნის შიგნით ნამდვილად არ ყალბდება, ჩვენ წარმომადგენლების დიდი რაოდენობა გვყავს უბნებში და რა თქმა უნდა, მივაქცევთ ყურადღებას, რომ იქ დარღვევები არ იყოს. ბიძინა ივანიშვილი ალბათ, დღესაც ხვდება, რომ ეს ყველაფერი აღარ უშველის. დგება მომენტი, როდესაც აღარ მუშაობს მისი ფული, აღარ მუშაობს ნათესავები და მეგობრები საჯარო სივრცეებში", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს