ცესკო - 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ ლაგოდეხში 41.8%, ადიგენში 41.6%, მარტვილში კი 35.5% შეადგინა

ცესკო საკრებულოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ 15:00 საათის მონაცემებს აქვეყნებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან აცნობეს, 15:00 საათის მონაცემებით, ლაგოდეხში, სადაც 4229 ამომრჩეველია რეგისტრირებული, საარჩევნო უბანზე 1767 ამომრჩეველი გამოცხადდა, რაც 41.8 პროცენტს შეადგენს.

რაც შეეხება ადიგენს, 15:00 საათის მონაცემებით, ადიგენში 1466 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან, საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა 610 ადამიანი, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 41.6 პროცენტს შეადგენს.

მარტვილში კი, 15:00 საათის მონაცემებით, 1103 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან საარჩევნო უბანზე 392 ამომრჩეველი გამოცხადდა, რაც 35.5 პროცენტს შეადგენს.

ლაგოდეხის, მარტვილისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში, ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის თემსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში.

ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნები ტარდება 7 საარჩევნო უბანზე, სადაც საერთო ჯამში 6 798 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებში სამი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატი მონაწილეობს.

არჩევნებს 10 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 76 და 1 საერთაშორისო ორგანიზაციის 5 დამკვირვებელი აკვირდება. საარჩევნო ადმინისტრაციაში აკრედიტებულია 15 მედიაორგანიზაციის 221 წარმომადგენელი. არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 37 წარმომადგენელი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს