მამუკა მდინარაძე დიდი დიღმის მოსახლეობას შეხვდა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თვმჯდომარე, საბურთალოს მე-4 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, მამუკა მდინარაძე დღეს საბურთალოს მე-4 ოლქის მოსახლეობას შეხვდა. მან, თბილისის საკრებულოში ამავე ოლქის მაჟორიტარ დეპუტატთან ავთანდილ ცინცაძესთან ერთად მოსახლეობას მიმდინარე წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში ჩააბარა. მისი თქმით, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში საბურთალოს მეოთხე საარჩევნო ოლქში გაკეთდა გაცილებით მეტი, ვიდრე წინა წლების განმავლობაში.

მისი თქმით, გაკეთდა სკვერები, რამდენიმე მოედანი, უკვე განხორციელდა და ახლაც მიმდინარეობს რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა. მდინარაძის განცხადებით, დეპუტატს ინტენსიური კომუნიკაცია აქვს მოქალაქეებთან, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში ყოველდღიურად ხვდებიან რამდენიმე ათეულ მოქალაქეს, რომელთაც კონსულტაციებთან ერთად სხვადასხვა საკითხებში დახმარებასაც უწევენ.

„შემიძლია თამამად ვთქვა, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი არის განსაკუთრებული ამომრჩეველი, რომელიც არ არის ორიენტირებული მხოლოდ იმაზე, რომ მოვიდეს და მხარი უპირობოდ დაგიჭიროს. შეხვედრებზეც კარგად ვხედავთ, რომ ეს ადამიანები ძალიან ადეკვატურები არიან. საყვედურსაც ამბობენ, შენიშვნასაც, მიგვითითებენ ნაკლოვანებებზე, ჩვენს შეცდომებზე, მაგრამ არ გვიკარგავენ იმ გაკეთებულ საქმეებს ამ ქვეყანაში და ამ რაიონში, რომელიც მართლაც ძალიან დადებითი, პოზიტიური დინამიკით მიდის და ეს უდაოდ დასაფასებელია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ შეხვედრაზე.

დეპუტატმა ამომრჩევლების შეკითხვებსაც უპასუხა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს