მეუფე გრიგოლი მეუფე იაკობის განცხადებაზე - ჩემი მონაწილეობით მსგავსი შეხვედრა არ ყოფილა - მეუფე იაკობის განცხადებას სინოდი შეაფასებს

ჩემი მონაწილეობით მსგავსი შეხვედრა არ ყოფილა. მე ვერ ვიტყვი, მეუფე იაკობი სიმართლეს ამბობს თუ ნახევარ სიმართლეს. ეს მან იცის და მას უნდა ჰკითხოთ. მას უნდა ჰკითხოს ალბათ, სინოდმა, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა განაცხადა. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი თემაა და განხილვის საგანი უნდა გახდეს.

„მას უნდა ჰკითხოს ალბათ, სინოდმა, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და ბუნებრივია, როდესაც საკითხი ეხება ასეთ დანაშაულებრივ ქმედებას, რაზეც საუბარია, ალბათ, უნდა დადგეს დღის წესრიგში და იყოს განხილვის საგანი. მეუფე იაკობის განცხადებას სინოდი შეაფასებს, თუ მიიჩნევს მსჯელობის ღირსად ამ თემას“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ცნობისთვის, ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური სთავაზობდნენ პატრიარქის გადაყენებას. მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები გაიმართა სხვა მეუფეებთანაც.

"პირველი მე ვიყავი მაგ შეხვედრაზე, მერე იყო მეუფე თეოდორე, მერე - მეუფე გრიგოლი და მეუფე პეტრე. მეუფე პეტრეს კვირიკაშვილი არ შეხვდა, შეხვდნენ გახარია და გომელაური", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს