მეუფე გრიგოლი - ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ყოველთვის არსებობს კომუნიკაცია, სხვადასხვა ფორმატში ხდება შეხვედრები და ეს ძალიან ბუნებრივია

ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ყოველთვის არსებობს კომუნიკაცია, სხვადასხვა ფორმატში ხდება შეხვედრები და ეს ძალიან ბუნებრივია, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პერიოდულად სხვადასხვა შეხვედრები მთავრობის წარმომადგენლებთან იმართება, მაგრამ შეხვედრა, რომელზეც მეუფე იაკობი საუბრობს არ შემდგარა.

,,ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ყოველთვის არსებობს კომუნიკაცია და სხვადასხვა ფორმატში შეხვედრები ხდება და ეს ძალიან ბუნებრივია, მით უმეტეს კონსტიტუციური შეთანხმებით ვალდებულებაც გვაქვს, რომ ვითანამშრომლოთ და კომუნიკაცია იყოს ჩვენ შორის. სხვადასხვა დროს სხავადასხვა ფორმატში შეხვედრები სასულიერო პირებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, რა თქმა უნდა, ხდება ხოლმე. წარმოუდგენელია ვთქვათ, რომ არ არსებობს კომუნიკაცია მღდელმთავრებსა და ხელისუფლებას შორის“, -განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს