ევროპის მასწავლებელთა საერთაშორისო პროფკავშირული გაერთიანება   გამართავს  მრგვალ მაგიდას - „სოციალური გარდაქმნები პროფკავშირების აქტიური ჩართულობით ევროპულ და საერთაშორისო დონეზე“

მიმდინარე წლის 28-30 ოქტომბერს, სასტუმრო „ქორთიარ მარიოტში“ ევროპის მასწავლებელთა საერთაშორისო პროფკავშირული გაერთიანება (ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტი - ETUCE) მრგვალ მაგიდას გამართავს, სახელწოდებით „სოციალური გარდაქმნები პროფკავშირების აქტიური ჩართულობით ევროპულ და საერთაშორისო დონეზე“, რომელსაც ETUCE-ის პრეზიდენტი კრისტინა ბლოუერი, ETUCE-ის ევროპული დირექტორი სუზან ფლოკენი და ETUCE-ის სამი ვიცე-პრეზიდენტი უხელმძღვანელებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ევროპის მასწავლებელთა საერთაშორისო პროფკავშირული გაერთიანებიდან აცნობეს, ETUCE-ის ევროპული რეგიონის, 21 ქვეყნის განათლების პროფკავშირების ლიდერებს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) მასპინძლობს.

მრგვალი მაგიდა ოფიციალურად 28 ოქტომბერს, 14:00 საათზე, გაიხსნება, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ETUCE-ის ხელმძღვანელები და სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე მიესალმებიან.

აგრეთვე, ETUCE-ის სპეციალური მოწვევით, თბილისს ესტუმრება ევროპის განათლების ფონდის (ETF) დირექტორი ცეზარ ონესტინი, რომელიც მონაწილეებთან ერთად იმსჯელებს განათლების დარგში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად განათლების პროფკავშირების შესაძლებლობებზე.

„სამდღიანი მრგვალი მაგიდა ETUCE-ის კამპანიის ,,ევროპის ფორმირება მასწავლებლებთან ერთად” ფარგლებში იმართება, რომლის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებისათვის მათი უზრუნველყოფა ღირსეული სამუშაო პირობებითა და ანაზღაურებით, მასწავლებელთა მხარდაჭერა ინტერნსიური პროფესიული განვითარებისათვის, სოციალური პარტნიორობის გაძლიერება მდგრადი განვითარებისათვის.

ETUCE-ი ყოველ მეორე წელს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების განათლების პროფკავშირების პროკავშირული ლიდერებისთვის მრგვალ მაგიდას მართავს, რომლის მიზანია ევროპის ორი რეგიონის განათლების დარგისთვის აქტუალურ საკითხებზე მსჯელობა“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

2019 წელს, თბილისში დაგეგმილი მრგვალი მაგიდის სადისკუსიო თემებია: ,,მასწავლებელთა პროფესიის მიმზიდველობის გამოწვევები და შესაძლებლობები”, ,,ევროპულ საერთაშორისო დონეზე პროფკავშირების ჩართულობა”, ,,განათლების პროფკავშირების ჩართულობა მდგრადი განვითარების ამოცანების განხორციელებაში”,,,აქტიური დემოკრატიული მოქალაქის ფორმირება”, ,,ევროკავშირის 2030-ის დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებები”.

სამი დღის განმავლობაში, მრგვალი მაგიდის მონაწილე განათლების პროფკავშირების ლიდერები ETUCE-ის კამპანიის ,,ევროპის ფორმირება მასწავლებლეთან ერთად” ფარგლებში იმსჯელებენ აქტუალურ თემებზე: მასწავლებლის პროფესიის მიმზიდველობისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები: ღირსეული სამუშაო პირობები და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მუდმივი ხელშეწყობისა და განათლების დარგის მდგრადი დაფინანსების აუცილებლობა, სოციალური დიალოგის გაძლიერების ხელშეწყობა ევროპის რეგიონში.

მრგვალი მაგიდის დასასრულს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ,,თანამშრომლობის განყოფილების” უფროსის მოადგილე კატალინ გერმანი წარადგენს აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020-ის შედეგებსა და ევროკავშირის დონეზე განათლების დარგის სოციალური პარტნიორების არსებულ შესაძლებლობებს.

ETUCE-ი განათლების პროფკავშირების გლობალური საერთაშორისო ორგანიზაციის ,,განათლების ინტერნაციონალის” (Education International) ევროპული რეგიონის 132 განათლების პროფკავშირებისა და განათლების სფეროს 11 მილიონი დასაქმებულის გაერთიანებაა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს