ცესკო - 20:00 საათის მდგომარეობით ლაგოდეხში ამომრჩეველთა აქტივობამ 57.06%, ადიგენში 60.5%, მარტვილში კი 51.22% შეადგინა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის, ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემებში კენჭისყრის პროცესი დასრულდა. ყველა, 7-ვე საარჩევნო უბანი 20:00 სთ-ზე, დროულად დაიხურა,-ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა და მედიას 20:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემის 4 საარჩევნო უბანზე შეადგინა 57,06 %, რაც რაოდენობრივად 2413 ამომრჩეველია; ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის თემის 1 საარჩევნო უბანზე 60,5 %, რაც რაოდენობრივად 887 ამომრჩეველია, ხოლო მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემის 2 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 51,22 %, რაც რაოდენობრივად 565 ამომრჩეველია,“ განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, არჩევნების დღემ ყველა უბანზე მშვიდ გარემოში ჩაიარა და ამომრჩევლებს თავისუფლად შეეძლოთ მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა. შესაბამისად, საარჩევნო უბნებზე არც ერთი საჩივარი არ დაწერილა.

„ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, საარჩევნო უბანზე კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ, ისინი მიეწოდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც უმოკლეს ვადებში ატვირთავენ მათ საარჩევნო მართვის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში. თავის მხრივ, ცესკო საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე ეტაპობრივად განათავსებს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge. ასევე, წინასწარი შედეგები დაუყოვნებლივ იქნება განთავსებული ცესკოს ვებ გვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

საარჩევნო ადმინისტრაცია მადლობას უხდის აფენის, არალისა და კიწიის თემების ამომრჩევლებს არჩევნებში აქტიურად მონაწილეობისთვის. ასევე, არჩევნებში ჩართულ მხარეებს საარჩევნო პროცესის მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში წარმართვისთვის“, - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო