ვარკეთილში მკვლელობა მოხდა

თბილისში, შუახნის მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ვარკეთილში მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული ტაქსის მძღოლი იყო.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი დაკავებული არ არის და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს