წინასწარი ინფორმაციით, ლაგოდეხისა და მარტვილის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის საკრებულოს შუალედური არჩევნებთან დაკავშირებით მონაცემების გამოქვეყნება დაიწყო. წინასწარი მონაცემებით, ლაგოდეხსა და მარტვილში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატები იმარჯვებენ.

ლაგოდეხში 4 უბნიდან მონაცემები დათვლილია 2 უბანზე და ხმები ასე ნაწილდება: „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა ომარ შველიძემ ამომრჩეველთა ხმების 83,4 პროცენტი მიიღო, რაც რაოდენობრივად 633 ხმას შეადგენს. ლაგოდეხში “ევროპული საქართველო- მოძრაობა თავისუფლებისთვის“ კანდიდატმა მალხაზ მელაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 16.21 პროცენტი მიიღო, რაც 123 ხმას შეადგენს. რაც შეეხება მესამე ადგილზე გასულ კანდიდატს, მოძრაობა „თავისუფალი საქართველოსთვის“ კანდიდატმა დავით ბეგლარაშვილმა ხმების 0,4 პროცენტი მიიღო, რაც 3 ხმას შეადგენს.

რაც შეეხება მარტვილს, მონაცემები დათვლილია ორი უბნის მიხედვით 100 პროცენტიანი მხარდაჭერით გამარჯვებულია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი რობერტ კაკულია, რომელიც რაოდენობრივად 549 ხმას შეადგენს.

ლაგოდეხში, ადიგენსა და მარტვილში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა შეწყდა და საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა.მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საკრებულოების შუალედური არჩევნები ტარდებოდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში, ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის თემსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში.

არჩევნები 7 საარჩევნო უბანზე ჩატარდა , სადაც საერთო ჯამში 6 798 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებში სამი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატი მონაწილეობდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა