რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - ალ-ბაღდადის კიდევ ერთი „ლიკვიდაციის“ შესახებ სარწმუნო ინფორმაციას არ ვფლობთ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის „კიდევ ერთი“ ლიკვიდაციის შესახებ სარწმუნო ინფორმაციას არ ფლობენ, - ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ რუსულ მედიაზე დატრდნობით იუწყება.

„რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ ფლობს სარწმუნო ინფორმაციას ამერიკელი სამხედროების მიერ იდლიბის დეესკალაციის ზონაში „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის კიდევ ერთი „ლიკვიდაციის“ მიზნით ჩატარებული ოპერაციის შესახებ,“ - განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკომ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროების მიერ სირიაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი დაიღუპა. ტრამპის ინფორმაციით, ბაღდადმა გაქცევის დროს თავი „ შაჰიდის ქამრით“ აიფეთქა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა