„ნიუსვიქის“ ინფორმაციით, „ისლამურ სახელმწიფოს“ ახალი ლიდერი ჰყავს

„ისლამურ სახელმწიფოს“ ახალი ლიდერი ჰყავს. „ნიუსვიქის“ ინფორმაციით, მას შემდეგ რაც აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი „ძაღლივით“ მოკლეს, სადამ ჰუსეინის არმიის ჯარისკაცი, აბდულა ქარდაში „მართვის სადავეებს იღებს“.

მედიისთვის ქარდაშის შესახებ ცოტაა ცნობილი, თუმცა „ნიუსვიქის“ ინფორმაციით, ქარდაში თავად ბაღდადმა წარადგინა აგვისტოში წინამძღოლად.

შეგახსენებთ, ამერიკელი სამხედროების მიერ სირიაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი დაიღუპა. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინფორმაციით, ბაღდადმა გაქცევის დროს თავი „ შაჰიდის ქამრით“ აიფეთქა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო