ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - ჩვენ მხარს ვუჭერთ მცირე და საშუალო ჰესების განვითარებას ქვეყანაში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა "ოროჰესის" მცირე ჰიდროსადგური დაათვალიერა, რომელიც ექსპლუატაციაში მიმდინარე წელს შევიდა.

სადგური დმანისის მუნიციპალიტეტში სოფელ ზემო ოროზმანთან მდებარეობს. მისი დადგმული სიმძლავრეა 1,25 მვტ, წლიური გამომუშავება კი - 6 მლნ კვტსთ ელექტროენერგია. სადგურის მშენებლობაში კომპანიამ „მომავლის ენერგია“ 2,2 მლნ აშშ დოლარი განახორციელა. ობიექტზე 5 ადგილობრივია დასაქმებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილე სადგურის მუშაობას გაეცნო, ასევე, გაესაუბრა იქ დასაქმებულ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელთა გადამზადების პროგრამაც ინვესტორმა კომპანიამ დააფინანსა.

სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია ასევე უზრუნველყოფს სოფლის ერთ-ერთი ცენტრალური გზის მოვლას, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა მეცხოველეობისა და სხვა საჭიროებებისთვის სარგებლობს. ასევე აღინიშნა, რომ ჰიდროსადგური ეკომეგობრულია და მას გარემოზე მინიმალური ზეგავლენა აქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მცირე ჰიდროენერგეტიკის განვითარებისთვის.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ მცირე და საშუალო ჰესების განვითარებას ქვეყანაში. ეს იმისთვის გვჭირდება, რომ ვუპასუხოთ ელექტროენერგიის გაზრდილ მოხმარებას. ამ მიმართულებით ეკონომიკის სამინისტრო კომპლექსურ ღონისძიებებს ახორციელებს“, - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ერთი კვირის წინ მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლითაც მომავალი ჰესების ინვესტორებს, თუკი ისინი მთავრობისგან გარანტირებულ ტარიფს არ ითხოვენ, სამშენებლო გარანტიების მოცულობა 10-ჯერ შეუმცირდებათ.

„აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს მსგავსი მცირე და საშუალო ჰესების განვითარებას. გარდა ამისა, ბოლო სტადიაშია პარლამენტში განახლებადი ენერგიების კანონპროექტის განხილვა. მისი მიღების შემდეგ ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, შევუმუშავოთ კონკრეტული მხარდაჭერის მექანიზმები ისეთი პროექტების მიმართ, რომლებიც ითვალისწინებს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას ენერგეტიკაში. ყველა ამ ღონისძიებით ჩვენ შევძლებთ, დავაჩქაროთ ქვეყანაში ადგილობრივი რესურსების გამოყენებით ელექტროენერგიის გენერაციის განვითარება და წინსვლა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს