დიმიტრი ცქიტიშვილი - ჩვენი შემოთავაზებით, სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს კერძო სექტორში დასაქმებულის დეკრეტული შვებულება ხელფასის 80%-ით და არა ერთჯერადი 1000 ლარით

ჩვენი შემოთავაზებით, სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს კერძო სექტორში დასაქმებულის დეკრეტული შვებულება ხელფასის 80%-ით და არა ერთჯერადი 1000 ლარით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, რა რესურსი აქვს სახელმწიფოს ამის, ეს კონსულტაციების საგანია.

დიმიტრი ცქიტიშვილის ინფორმაციით, ცვლილებები საჯარო სექტორში დეკრეტული შვებულების ანაზღაურების მოდელს და მექანიზმა არ ეხება, გარდა იმისა, რომ ემატება მამის შვებულების კომპონენტი.

„თუმცა, ეს რა ფორმით იქნება, ამაზე მიდის მსჯელობა“, - განმარტა მან.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის