საქართველოში პირველად გამოიკვლევენ, როგორ და რაზე ანაწილებენ მოქალაქეები დროს

„საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური“ აპირებს გამოიკვლიოს, როგორ და რაზე ანაწილებენ ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები დროს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ განუცხადა, მოსახლეობის მიერ დროის გამოყენების საკითხზე კვლევის ჩატარება 2020 წელს იგეგმება და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ამ თემაზე მოქალაქეების გამოკითხვა მოხდება.

გოგიტა თოდრაძის თქმით, გამოკვლევის შედეგად დადგინდება, თუ როგორია მოსახლეობის დროის მენეჯმენტი და დროის გამოყენების გადანაწილება დღისა და ღამის განმავლობაში, ქალისა და კაცის, სოფლად და ქალაქად მცხოვრებთა ჭრილში.

„ადამიანების მიერ დროის გამოყენების გამოკვლევა აქამდე საქართველოში არასდროს ჩატარებულა, რაც ამ მიმართულებით შეზღუდულ ფინანსურ რესურსებს უკავშირდებოდა. გაერო-ს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში შესაძლებლობა გვეძლევა მომდევნო წელს ჩავატაროთ გამოკვლევა.

მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება. ეს მეტად ღირებული პროდუქტი იქნება გენდერული სტატისტის კუთხით არსებული მაჩვენებელთა წრის განვითარებისთვის, ასევე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად არსებული საბაზისო ინდიკატორების გაანგარიშებისთვის", - განაცხადა თოდრაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო