თურქეთის ელჩი სირიაზე - რადგან კონფლიქტი სახეზეა, ეს ნიშნავს, რომ დიპლომატიამ წააგო! მშვიდობის დასამყარებლად უნდა გავანეიტრალოთ ის ძალები, რომლებმაც მიზანში ამოგვიღეს

რადგან კონფლიქტი სახეზეა, ეს ნიშნავს, რომ დიპლომატიამ წააგო! - ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ჩატარებულ სამხედრო ოპერაციაზე საუბრისას განაცხადა. ელჩი ამბობს, რომ ომს, როგორც სასურველ საშუალებას, არავინ განიხილავს. ფატმა ჯერენ იაზგანი აღნიშნავს, რომ თურქეთი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში, მოკავშირეებმა მარტო დატოვეს.

„იქ იბრძვიან ჩვენი შვილები, ძმები, მამები და საკუთარი სურვილით მათი ომში გაშვება არავის უნდა, მაგრამ თურქეთისთვის დღეს ეს იმდენად მნიშვნელოვანია, ჩემებს გავგზავნი კიდეც და თვითონაც წავალ. მე ვარ დიპლომატი და სწორედ ამ გადმოსახედიდან გეტყვით - რადგან კონფლიქტი სახეზეა, ეს ნიშნავს, რომ დიპლომატიამ წააგო! წლების განმავლობაში მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიურ ხერხებს ვანიჭებდით უპირატესობას, თუმცა სასურველი შედეგი ვერ მოგვიტანა. მშვიდობის დასამყარებლად უნდა გავანეიტრალოთ ის ძალები, რომლებმაც მიზანში ამოგვიღეს. რას ვაკეთებთ ამისთვის? ველაპარაკებით მოკავშირეებს, მაგრამ თუ მათ არა აქვთ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფის სურვილი, ისღა დაგვრჩენია, ჩვენი უსაფრთხოება ჩვენვე დავიცვათ“, - განაცხადა თურქეთის ელჩმა საქართველოში.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებისთანავე, ერაყსა და სირიასთან დაკავშირებით თურქეთმა გააფრთხილა მოკავშირეები და განაცხადა, რომ საჭირო იყო უსაფრთხოების ერთობლივად უზრუნველყოფა.

„2014 წელს მოსულში თურქეთის საკონსულოზე მოხდა თავდასხმა. ამის შემდეგ დაიწყო კოალიციის ჩამოყალიბება. თურქეთიც ამ კოალიციის ერთ-ერთი დამფუძნებელია. როცა დავინახეთ, რომ „დაეშმა" ერაყიდან სირიაში გადმოინაცვლა და თურქეთის საზღვრის გასწვრივ ტერიტორიები დაიკავა (სხვათა შორის, ის ტერიტორიები, სადაც ახლა ოპერაცია „მშვიდობის წყარო" მიმდინარეობს), მივმართეთ კოალიციის წევრებს, რომ საზღვრის გასწვრივ ჩაგვეტარებინა ოპერაცია და გაგვეწმინდა „დაეშისგან". მაშინ აშშ-მა განაცხადა, რომ თავის ჯარისკაცებს ვერ გაგზავნიდა, ევროპული ქვეყნებიც თავს იკავებდნენ სამხედრო-სახმელეთო ოპერაციებისგან, ფიქრობდნენ, რომ ჩართვის შემთხვევაში ახლა მათი ქვეყნები გახდებოდნენ „დაეშის" სამიზნე. მაგრამ „დაეში" არ შედგებოდა მხოლოდ უცხოელი მეომრებისგან, მის დიდ ნაწილს სირიელები და ერაყელები წარმოადგენდნენ. „დაეშისგან" „გადაშავებული" ტერიტორიების რუკა ჯერ კიდევ 2015 წელს გადავეცით ამერიკელებს“, - აღნიშნა ფატმა ჯერენ იაზგანმა.

ვანო მაჭავარიანი - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კოალიციური მმართველობის რაღაც ფორმაზე არ შეთანხმდნენ, ეს საქართველოსთვის უკეთესი პერსპექტივის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2020
„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - დღევანდელი დისტანციური სწავლება თავის მოტყუებაა
როგორ გავუშვათ ბიუჯეტური ონლაინრეკლამა მარტივად მაღალრეიტინგულ ვებგვერდებზე - ინტერვიუ Adword.ge-ს წარმომადგენელთან
„ჰიუნდაის“ ელექტრომობილი 10 000-ლარიანი ფასდაკლებით, დამტენითა და 1-წლიანი დაზღვევით - შეთავაზება, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ
ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე აქციას იწყებს
ევროკრედიტში საჩუქრების დროა  აირჩიე ის, რაც გაგიხარდება
"სილქნეტმა" ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვებასა და ამასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით საფუძვლიანი კვლევები ჩაატარა
კატარის ავიახაზები 15 დეკემბრიდან მე-5 ახალ მიმართულებას ამატებს სან ფრანცისკოს მიმართულებით და კიდევ უფრო აფართოებს ამერიკის შეერთებული შტატების ქსელს
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კომპანია “GM Pharma”-ში
ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა