სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე - დავების საბჭოში საჩივრების სტატისტიკა გასულ წლებთან შედარებით კლებულობს

დავების საბჭოში საჩივრების სტატისტიკა გასულ წლებთან შედარებით კლებულობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან რაზმაძემ განუცხადა.

რაზმაძის თქმით, დავების შემცირება იმან განაპირობა, რომ ხდება საჩივრების გაფილტვრა და პირები "შურისძიების მიზნით" ვეღარ ასაჩივრებენ ტენდერებს.

„დავების შემცირება არ ნიშნავს, რომ ეს გამოიწვია საფასურის შემოღებამ ან დაინტერესებული პირის ცნების შემოღებამ. ეს გარკვეულწილად ფილტრავს იმ შემთხვევებს, როდესაც ტყუილად რაღაც შურისძიების მიზნით ასაჩივრებდნენ ტენდერებს. დარჩა ის საჩივრები, რომლებიც რეალურ განხილვას ექვემდებარება", - განაცხადა ლევან რაზმაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს