ჯო ბაიდენი ტრამპს - ან გამოაქვეყნე შენი საგადასახადო დეკლარაციები, ან მოკეტე!

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, მის შვილს უკრაინულ გაზის კომპანიაში მუშაობისას არასწორად არაფერი გაუკეთებია. „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში, დემოკრატი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ყველაფერი, რასაც მისი შვილი აკეთებდა, „მართებული იყო“.

რაც შეეხება შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოწოდებას უკრაინის ლიდერისადმი, გამოეძიებინა მისი შვილის საქმიანობა, ბაიდენი ასე პასუხობს:

„ბატონო პრეზიდენტო, გვაჩვენეთ შენი საგადასახადო დეკლარაციები. მოდით ვნახოთ, რამდენად მართალი ხარ... შენ რას მალავ? კორფუციასთან გინდა ბრძოლა? მაშინ გამოაშკარავე შენი საგადასახადო დეკლარაციები ან მოკეტე“,-აცხადებს ბაიდენი.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკს სთხოვდა ყურადღება მიექცია ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებისთვის. ამის შესახებ საუბარია სატელეფონო საუბრის იმ გაშიფრულ ტექსტში, რომელიც თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა