მამუკა მდინარაძე - კი გვაბრალებენ ხოლმე საერთო მესიჯბოქსს, მაგრამ ასე არ არის - ერთ ხაზში არ ვზივართ, ჩუგოშვილს და მდინარაძეს შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა პოზიცია

კი გვაბრალებენ ხოლმე საერთო მესიჯბოქსს, მაგრამ ასე არ არის. ერთ ხაზში არ ვზივართ, ჩუგოშვილს და მდინარაძეს შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა პოზიცია, - ასე ეხმიანება ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „სრულიად რეალისტური შეიძლება აღმოჩნდეს ის, რომ უმრავლესობა ვერ აიღოს ვერც ერთმა პარტიამ, ჩვენი ჩათვლით“.

მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნების შემდეგ კოალიციის შექმნა არ დასჭირდება და მყარი მხარდაჭერა ექნება.

„ასე რომ არ იყოს, მე კონკრეტულ ძალებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ვთქვით, რომ პრორუსულ ძალებთან და „ნაციონალური მოძრაობის“ ვერც ერთ შტოსთან ვერ ვითანამშრომლებთ. დანარჩენი მომავლის საქმეა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს და განაცხადა, რომ ბლოკები, რასაც ოპოზიცია ითხოვს, პარტიებს განვითარების საშუალებას არ აძლევს.

ცნობისათვის, არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს განიხილავს. განხილვას არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს