კახა კალაძე - მგონია, რომ პარტია "ქართული ოცნება“ ერთადერთი ძალაა, რომელსაც შანსი აქვს არჩევნები მოიგოს და კოალიციის გარეშე მოახერხოს მთავრობის ჩამოყალიბება

მგონია, რომ პარტია "ქართული ოცნება“ -დემოკრატიული საქართველო" არის ერთადერთი ძალა, რომელსაც აქვს რეალური შანსი არჩევნები მოიგოს და მთავრობის ჩამოყალიბება მოახერხოს კოალიციის გარეშე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ვინ შევა პარლამენტში, ეს საზოგადოების გადასაწყვეტია.

„მე არ ვიცი რაზე საუბრობდა თამარ ჩუგოშვილი. ვინ იქნება 2020 წლის პარლამენტში და ვინ რა რაოდენობით შემოვა, ეს არის დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე. შესაბამისად, წინასწარ იმაზე საუბარი, რომ ეს პარტია ამდენ ადამიანს შეიყვანს, ის პარტია - იმდენს, რთულია. საკმაოდ საინტერესო არჩევნები იქნება, თუმცა, მგონია, რომ პარტია "ქართული ოცნება“ - დემოკრატიული საქართველო" არის ერთადერთი ძალა, რომელსაც აქვს რეალური შანსი არჩევნები მოიგოს და მთავრობის ჩამოყალიბება მოახერხოს კოალიციის გარეშე. გუშინდელი არჩევნებიც ცხადყოფს, რომ საზოგადოებაში ყველაზე მეტი მხარდაჭერა პარტია "ქართულ ოცნებას" აქვს. არავინ არ იცის როგორ მოხდება პარლამენტის დაკომპლექტება. თუ რომელი პარტიები შევა. როგორც იცით, ცვლილებები ხორციელდება და ბევრი პარტიას ექნება შესაძლებლობა მხარდაჭერის მოპოვების შემთხვევაში პარლამენტში ვიხილოთ. შესაბამისად, დაველოდოთ. წინასწარ შეფასებების და განცხადებების გაკეთება რთულია",- განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა