მეუფე იაკობი აცხადებს, რომ საპატრიარქოში შეხვედრა უშუალოდ მასსა და პატრიარქს შორის შედგა

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ საპატრიარქოში შეხვედრა უშუალოდ მასსა და პატრიარქს შორის შედგა.

ამასთან, მეუფე იაკობი შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ „ორი ადამიანის საუბარი პრივატულად რჩება“.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა რეაქცია ჰქონდა პატრიარქს მეუფე იაკობის მიერ უწმაწური სიტყვების გამოყენებასთან დაკავშირებით, მეუფემ შემდეგნაირად უპასუხა: “აბსოლუტურად მრევლს და ერს ყველას კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ შენდობას ვითხოვ ასეთი სახით საუბრისთვის“.

შეგახსენებთ, როგორც მეუფე იაკობმა რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებთან,საპატრიარქოს დატოვების შემდეგ განაცხადა, ის პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობას ტოვებს.

„მივიღე გადაწყვეტილება და გადავდექი ქორეპისკოპოსობიდან და საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობიდან. ოღონდ მე გადავდექი. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. ვრჩები ეპარქიაში,“ - აღნიშა მეუფე იაკობმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა