საგამოძიებო სამსახურის უფროსი სახელმწიფო ინსპექტორს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას შეხვდა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, სოსო რამიშვილმა სტუმარს საგამოძიებო საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები გააცნო, ესაუბრა საგამოძიებო სამსახურის სამართლებრივ საფუძვლებსა და უწყების ორგანიზაციული მოწყობის თაობაზე.

ლონდა თოლორაიამ საგამოძიებო სამსახურის უფროსს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობა, პრიორიტეტები და ძირითადი მიმართულებები გააცნო.

მხარეთა მიერ ხაზი გაესვა ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას და გამოითქვა სრული მზადყოფნა კოორდინირებული მოქმედებებისათვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები ვახტანგ ფარესიშვილი, იგა ზაალიშვილი, ვაჟა ფანოზიშვილი და მირიან მჭედლიშვილი,“-აცხადებენ უწყებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა