აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 6 სახელმწიფო პროგრამის შესრულება 9 თვის გეგმასთან შედარებით 50%-ზე ნაკლებია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 6 სახელმწიფო პროგრამის შესრულება 9 თვის გეგმასთან შედარებით 50%-ზე ნაკლებია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორმა პროგრამების ათვისების მიმდინარე მდგომარეობა გააანალიზა. უწყების ინფორმაციით, 129 პროგრამიდან 17-ის შემთხვევაში, ცხრა თვის ფაქტობრივი შესრულება შესაბამისი პერიოდის გეგმის 80%-ზე ნაკლებია, 87 პროგრამის შესრულების მაჩვენებელი 80%-დან 100%-მდე ინტერვალშია, ხოლო 25 პროგრამის შემთხვევაში კი ათვისებამ გეგმურ მაჩვენებელს გადააჭარბა.

ამასთან, აუდიტის სამსახურის მონაცემებით, გადასახდელების, მიმდინარე წლის, ცხრა თვის გეგმა 9.5 მლრდ ლარით განისაზღვრა. ცხრა თვის მდგომარეობით ფაქტობრივმა გადასახდელებმა 9.3 მლრდ ლარი (გეგმის 99%) შეადგინა. გასული წლის ანალოგიური პერიოდის შესრულების მაჩვენებელი კი 92%-ს შეადგენდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს